ავსტრალიამ მოქალაქეებს ინდოეთიდან დაბრუნება აუკრძალა და ჯარიმით დაემუქრა

ავსტრალიის ხელისუფლება 50 000$ ოდენობის ჯარიმით ემუქრება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ინდოეთში იმყოფებიან და სახლში დაბრუნებას ცდილობენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „The Hill“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, გრეგ ჰანტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება დროებით შეზღუდავს ავსტრალიაში იმ მოქალაქეების დაბრუნებას, რომლებიც ინდოეთში იმყოფებოდნენ უკანასკნელი 14 დღის მანძილზე. ეს მხოლოდ უცხოელებს არ ეხება, არამედ თავად ავსტრალიის მოქალაქეებსაც, შეზღუდვის დამრღვევი დაჯარიმდება 66 ათასი ავსტრალიური დოლარით (50 ათასი აშშ დოლარი), დაისჯება 5 წლიანი პატიმრობით ან ორივე ერთად.

„ეს ძალიან ძნელი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ავსტრალიის საზოგადოების ჯანდაცვის სისტემა იყოს დაცული, ხოლო კარანტინში მყოფი ადამიანების ოდენობა შემცირდეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები