„მარილივით თეთრი” – ფილმის ონლაინჩვენება
1 მაისს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ნაჩვენები იქნება ქეთი მაჭავარიანის ფილმი – „მარილივით თეთრი”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მას გადაეცა ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის.
„მარილივით თეთრი” 30-ზე მეტი საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეა.
ფილმის ჩვენება გაიმართება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
პირდაპირი ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.