ჯანმომ Moderna-ს ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის რეკომენდებული პრეპარატების სიაში შეიყვანა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის რეკომენდებული პრეპარატების სიაში შეიყვანა.

Moderna რიგით მეხუთე ვაქცინაა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ Moderna-ს ვაქცინა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სავალდებულო კრიტერიუმებს შეესაბამება.

2020 წლის 15 დეკემბერს, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანია Moderna-ს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები