კონკურსები: „ჩემი დიდგორი“ და „გახდი დიდგორის მემატიანე“ შეჯამდა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავად ორგანიზებული კონკურსები – „ჩემი დიდგორი“ და „გახდი დიდგორის მემატიანე“ შეჯამდა. ამის შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ინფორმაციას, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
ონლაინდაჯილდოებაზე კონკურსის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი მაია შუხოშვილი.
ონლაინდაჯილდოებას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზიდან უძღვებოდა ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი ნესტან ბაგაური; შეხვედრის მოდერატორი და მასპინძელი zoom-ის სივრცეში კი იყო ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი – ანუკა გაბრიაძე.
ახალგაზრდებისა და მათი პედაგოგებისათვის საინტერესო და სასიხარულო იყო ის, რომ მათ საინტერესო სურვილებითა და ინიციატივებით მიმართეს კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა: თიკა სვანიძე-ვენკომ – ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტმა; ბესიკ სილაგაძემ – აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორმა.
ონლაინდაჯილდოების ფორმატი საინტერესო შესაძლებლობა იყო იმისათვის, რომ ღონისძიებაში ჩართულიყვნენ კონკურსის გამარჯვებულები და პარტნიორები უცხოეთიდან: გელა ჯაფარიძის, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსულის ჩართვა და მისალმება შეხვედრის მონაწილეთათვის განსაკუთრებით საინტერესო და საგულისხმო იყო. ოსმან ჩალიშქან მჟავანაძის, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის შეფასებები და მომავალში მხარდაჭერა ასევე მნიშვნელოვანი მოულოდნელობა აღმოჩნდა კონკურსანტებისათვის.
თურქეთის რესპუბლიკიდან ქართველ კალიგრაფებს მიესალმა შავშეთ-იმერხევის მკვიდრი, კალიგრაფი სელამი გუმუში – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეული კალიგრაფი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსში.
თურქეთიდან ასევე შემოუერთდნენ დაჯილდოებას: ერდალ ქუჩუქი – ქართული კულტურის სახლის თავმჯდომარე;
მაკა სალია – დუზჯეს უნივერსიტეტის კავკასიური ენებისა და კულტურის განყოფილების ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ასოც. პროფესორი; .
მერი დიასამიძე – ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ოფიციალური წარმომადგენელი;
სოფიო ბოლქვაძე – ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ოფიციალური წარმომადგენელი. • იუქსელ ბაიდარი – დუზჯეს უნივერსიტეტის სტუდენტი;
მინე აქთაი – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეული კალიგრაფი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსში;
ორჰან ბერიძე -სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის დამფუძნებელი.
დაჯილდოებას ბერლინიდან შემოუერთდა კიდევ ერთი გამარჯვებული სანდრო რობაქიძე – „დიდგორის მემატიანე“, ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პირველი საერთაშორისო ონლაინსკოლის „გაკვეთილების საზღვრებს გარეშე“ მოსწავლე.
კონკურსის მთავარი გამარჯვებულები – თბილისის N161 საჯარო სკოლის გუნდი – ნატალია შიხაშვილი, ნინო სიხაშვილი, ეკატერინე იაკუბოვა, ნიკოლოზ მიმინოშვილი, გვანცა ძაგნიძე, ინგა დარჩია, ლალი ლოხიშვილი, როსტომ კაჭახიძე – დასახელდნენ, ასევე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეულებად;
ფონდმა „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და მისმა პრეზიდენტმა, თიკა სვანიძე-ვენკომ ამ გუნდს გადასცა გამორჩეული საჩუქარი – ფულადი ჯილდო, მათ მიერ შექმნილი ორიგინალური ნამუშევრის განვითარებისა და მისი პოპულარიზაციისათვის.
აფხაზეთის სულიერების ცენტრის რჩეულებმა აფხაზეთიდან, ასევე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ლიკა მუშუქიამ გამორჩეული საჩუქრები დაიმსახურეს სულიერების ცენტრისაგან. აფხაზეთის საჯარო სკოლების ჩართულობა უზრუნველყო აფხაზეთს სულიერების ცენტრის სპეციალისტმა, კალიგრაფმა ლეილა ბაღბაიამ.
კალიგრაფ დავით მაისურაძის რჩეული გახდა: სანდრო შანშაშვილი.
მხატვრისა და გრაფიკოსის, ეკატერინე ქარჩავას საგანგებო პრიზი დაიმსახურა არაკონკურსანტმა, არამედ, ადამიანმა, რომლის ძალისხმევითაც ქალაქი ფოთი ჩაერთო კონკურსში და ათობით შესანიშნავი ნამუშევარი შეიქმნა: მხატვრის რჩეული გახდა კესარია ბახტაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
მარიამ ზედელაშვილმა, მისი ვაჟის, ახალგაზრდა მხატვრის, პოეტისა და მუსიკოსის, ბეგი მამალაძის შექმნილი ბატალური სცენის „დიდგორის ბრძოლა“ რეპროდუქცია და მისივე პოეტური კრებული გადასცა რჩეულს – 10 წლის ანდრია ბენაშვილს (წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლა).
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში, ასევე „კონკურსის წარმატებულ მონაწილეებს“ საგანგებოდ პროექტისთვის „ჩემი დიდგორი“ შექმნილ სასაჩუქრე ნაკრებსა და სათანადო სიგელებს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები