გარდამოხსნა – ქრისტეს დატირების სცენით
ეროვნული მუზეუმი წითელ პარასკევთან დაკავშირებით ნაქარგ გარდამოხსნას აქვეყნებს.
გარდამოხსნა – ქრისტეს დატირების სცენით – ცენტრალური გამოსახულება თარიღდება XIV საუკუნით. გვიანდელ ჩარჩოზე ამოქარგულ სავედრებელ ტექსტში ნახსენებია ქტიტორი, იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565).
აბრეშუმი, ოქროსა და ვერცხლისთმა, ოქრომკედი, აბრეშუმის ფერადი ძაფი, ნამაგრი და ორმხრივი სითვი. 158 x 267 სმ. საჩხერე, იმერეთი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.