თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 104 წლისაა
1 მაისს, 17:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში აღინიშნება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 104 წლის იუბილე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გაიმართება გალაკონცერტი კონსერვატორიის სტუდენტთა მონაწილეობით და ასევე იმ ღვაწლმოსილი პიროვნებების დაჯილდოება, რომელთაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით ქვეყნისა და კონსერვატორიის წინაშე.
ღონისძიება ჩატარდება აუდიტორიის გარეშე.
ღონისძიების მსვლელობა პირდაპირი ეთერით გადაიცემა კონსერვატორიისა და დიდი დარბაზის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე: