ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის კვეთის დროს საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას ფსბ-ს კრასნოდარის ოლქის სამმართველო ავრცელებს.
აღინიშნება, რომ მამაკაცს “ადლერ”-ის ე.წ. გამშვები პუნქტის გადაკვეთის დროს საჭირო დოკუმენტები არ გააჩნდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დოკუმენტების უქონლობის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 200 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმა, ორ წლამდე გამასწორებელი სამუშაოები ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.