მარნეულში დაკავებული აქტივისტების სასამართლო 19 მაისამდე გადაიდო
მარნეულის საკრებულოს შენობასთან მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი, რომელიც ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა 19 მაისამდე გადაიდო. დაკავებული აქტივისტები სასამართლომ გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირისპირება მარნეულის ცენტრში მოძრაობის აქტივისტის ოჯახის წევრის სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა. პოლიციამ დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შენობაში შესვლა სცადეს. სულ 6 ადამიანი იყო დაკავებული.