ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ სააღდგომოდ საჩუქრები 135 ბენეფიციარს გადასცა
ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლს ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია და მოადგილე – მახარე ჩოკორაია ეწვივნენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მათ ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
მათი ინფორმაციით, „სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, სააღდგომო ნობათი 135 ბენეფიციარს გადაეცა. პროგრამა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.