ალაზანში ცხენოსანი მამაკაცი დინებამ გაიტაცა
კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, მდინარე ალაზანში შუახნის მამაკაცი მდინარეში დაიხრჩო.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, 56 წლის კაცი საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ცხენით მდინარეში გასვლა სცადა, თუმცა, ძლიერმა დინებამ გაიტაცა და წყლიდან ამოსვლა ვერ შეძლო.
ამ დროისთვის მხოლოდ მისი ცხენია ნაპოვნი.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივი მოსახლეობა.