გრიგოლ კაცია – ჭყონდიდში დასჯილ სასულიერო პირებზე: ვარ ძიუდოისტი, სამბისტი, ვეუბნებოდი, ძმებო, თუ ჩხუბი გინდათ, მოდით ჩემთან
ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებს ეპარქიის ყოფილი მმართველი, გრიგოლ კაცია გამოეხმაურა.
“მე ყველას ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან. ვარ ძიუდოისტი, სამბისტი. გინდა ძიუდო, გინდა სამბო, გინდა წესების გარეშე, მაგრამ კამერების წინ არა, ისე, ვაჟკაცურად მოდით.
ჩვენ დავურიგეთ ბევრი წამალი, დამამშვიდებელი, აბი გლუკოზა და დაუმთავრდათ,” – აღნიშნა სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე მისულმა ეპისკოპოსმა, წალკის ეპარქიის მმართველმა მეუფე გრიგოლ კაციამ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აუკრძალა.