“სილამაზის ხიდიდან” გადამხტარი მამაკაცის გადარჩენის მცდელობისთვის ბორჯომის მერიამ 2 ადგილობრივი სიმამაცისთვის დააჯილდოვა
ბორჯომელ ახალგაზრდებს – გიორგი ბალახაძესა და ვასილ მელიქიძეს სიმამაცისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – დავით ზაალიშვილმა მადლობის სიგელები და ტექნიკის სახლის 100-ლარიანი ვაუჩერები გადასცა.
„ბორჯომელი ახალგაზრდების ქმედება ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორი უნდა იყოს კარგი მოქალაქე. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ თავგანწირვისა და სიმამაცისათვის“, – განაცხადა დავით ზაალიშვილმა.
ახალგაზრდები მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ადგილობრივის დახმარებას ცდილობდნენ. შემთხვევა 7 აპრილს მოხდა. ,,სილამაზის ხიდის,, მიმდებარე ტერიტორიიდან 35 წლამდე კაცი მდინარე მტკვარში გადახტა. შემთხვევის თვითმხილველი ადგილობრივები – გიორგი ბალახაძე და ვასილ მელიქიძე მის საშველად მტკვარში გადახტნენ, თუმცა, მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.