ოზურგეთში 10-მდე საფლავი გაძარცვეს – დაწყებულია გამოძიება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის სასაფლაოზე 10-მდე საფლავი გაძარცვეს. წაღებულია ღობისა და კარების ფრაგმენტები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 258-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები