ქართველი მხატვარი საფრანგეთისა და კოლუმბიის ერთობლივი საერთაშორისო გამოფენის – Angular VR Art Gallery-ს მონაწილეა
მხატვარი ეკატერინე ქარჩავა საფრანგეთისა და კოლუმბიის ერთობლივი პროექტის მონაწილეა. ამის შესახებ თავად მხატვარი აქვეყნებს ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე:
„28 აპრილს გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა. საფრანგეთისა და კოლუმბიის ერთობლივი პროექტის Angular VR Art Gallery, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა მხატვართან ერთად საქართველოდან მეც ვმონაწილეობ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოწვევისთვის გამოფენის ორგანიზატორსა და კურატორს, ბატონ გლებ დივოვს! ეს არის ვირტუალური 3D გამოფენა, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ჩემი რამდენიმე ნამუშევარი, ვარ F-ფრთის შემსრულებელი სექციების მიხედვით“, – წერს ეკატერინე ქარჩავა.
გამოფენის ლინკი: https://www.angularvr.com