ზაალ უდუმაშვილი: მართლმსაჯულების სპექტაკლებს ვუყურებთ
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ნიკა მელიას სასამართლო პროცესის გადადებას ეხმაურება.
მისი თქმით, მოსამართლე აღმსრულებელია იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების, რომელსაც “ქართული ოცნება” იღებს.
“ამ სასამართლო სხდომებზე მართლმსაჯულების სპექტაკლებს ვუყურებთ. ეს არის ფორმალური პროცესები, სადაც მოსამართლე იძულებულია, ფორმალურმა დღის წესრიგმა ჩაიაროს. რა აზრი აქვს ამ სასამართლო სხდომებზე ტყუილად სიარულს, ვიდრე არ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, მოსამართლეც ჩვეულებრივი აღმსრულებელია იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების, რომელსაც “ქართული ოცნება” მიიღებს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი გადაიდო.
მომდევნო პროცესი 13 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.