მოსკოვში კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

კახი კავსაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, ნიკიტა მიხალკოვი  და მსახიობთა გილდიის პრეზიდენტი – სერგეი ნიკონენკო გამოთქვამენ  მწუხარებას.
კახი კავსაძის ოჯახისადმი გაგზავნილ წერილს გრიბოედოვის თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი – ნინა შადური-ზარდალიშვილი აქვეყნებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

უფრო ადრე კი რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ ალექსანდრე კალიაგინმა  გამოაქვეყნა სამძიმრის წერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები