ფრანგული ჟურნალი L’Illustration Journal Universel – საქართველოს შესახებ დაბეჭდილი ილუსტრაციების კოლექცია
ფრანგულ ჟურნალ L’Illustration Journal Universel-ში საქართველოს შესახებ დაბეჭდილი ილუსტრაციების კოლექცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე გახდა ხელმისაწვდომი, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცნობილი პერიოდული გამოცემა – L’Illustration Journal Universel – პარიზში 1843 წლიდან გამოიცემოდა. ყოველკვირეულ ჟურნალში საქართველოს შესახებ სტატია არაერთხელ მოხვდა. პირველ ეტაპზე ავტორები ჩვენი ქვეყნის შესახებ სტატიებს გრიგორი გაგარინის ნახატებით აფორმებდნენ, მოგვიანებით ევროპულ პოპულარულ გამოცემაში სხვა ავტორების ნამუშევრებიც გამოჩნდა.
ილუსტრაციებს შორისაა როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ხედები, ისე ეთნოგრაფიული ხასიათის სურათები და ისტორიული მოვლენების ამსახველი ჩანახატები.
L’Illustration Journal Universel საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის კოლექციაშია დაცული, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
იხ. ბმული:
https://archive.gov.ge/ge/lillustration-journal-universel-1.