აჭარის ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობა მეტად უნდა ჩაერთოს

“მოსახლეობის უფრო მაღალ ჩართულობას ველოდებით”, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა რეგიონში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმუნიზაციით დაინტერესებულთა რაოდენობა მზარდია, ეს საკმარისი არ არის.

„ვაქცინირებულთა რაოდენობა არის 3 596 გუშინდელი რიცხვით. თანაფარდობა დაახლოებით ასეთია – 2 250 Pfizer-ი და დანარჩენი – AstraZeneca. AstraZeneca-თი დაინტერესება არის უფრო მზარდი, მაგრამ ჩვენ მოსახლეობის უფრო მაღალ ჩართულობას ველოდებით.

როგორც იცით, უკვე გაიხსნა რეგისტრაცია Sinopharm-ზე, 729 ჯავშანი გვაქვს უკვე, რაც არ არის ცუდი რიცხვი დასაწყისისთვის“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს AstraZenaca-თი დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები