ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ნიკა მელიასაგან ლენინის ჩინური ვარიანტი გამოძერწეს “ნაცებმა”

მალე დადგება დრო, ამ სიგიჟეში, როცა ბავშვებს ასწავლიან “მელიას უყვარდა ბავშვები, ბავშვებს უყვარდათ მელია”, ან შემოგვითვლის ციხიდან “სწავლა, სწავლა და სწავლა, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი აზრით,  ნიკა მელიასაგან “ნაცებმა” ლენინის ჩინური ვარიანტი გამოძერწეს.

“მელიამ ეს თქვა, მელიამ ის თქვა, ყველა ციტატა ვიცით მისი, როგორ სძინავს ციხეში, რას ჭამს, რამდენი კილო დაიკლო…”აპრილის თეზისებიც” კი დაწერა…

ლენინი ციმბირში არ გამოდის, მაგრამ მელია რუსთავშია, თან ძალიან კომფორტულად…

მალე დადგება დრო, ამ სიგიჟეში, როცა ბავშვებს ასწავლიან “მელიას უყვარდა ბავშვები, ბავშვებს უყვარდათ მელია”, ან შემოგვითვლის ციხიდან “სწავლა, სწავლა და სწავლა”, – წერს მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები