მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელიასგან ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის მოწოდება არასწორია
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნიკა მელიასგან ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის მოწოდება არასწორია და შეთანხმების დოკუმენტთან დაპირისპირებას ნიშნავს.
მისივე თქმით, მელია წარმოადგენს იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც არც შეთანხმება სურს და არც შეთანხმების შესრულება.
“მოწოდება, რომ ხელისუფლებამ თითქოსდა უნდა გაითხოვოს ამნისტიის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი, არ არის სწორი. იგივე თამაშია, რა განწყობაც ამ დრომდე არსებობდა. ეს მოწოდება ნიშნავს, რეალურად, იმ ხელშეკრულებასთან დაპირისპირებას, რომლის აღსასრულებლადაც ინიცირებულია კანონპროექტი. აქამდეც ვამბობდით, რომ ნიკა მელია წარმოადგენს იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც არც შეთანხმება სურს, არც ამ შეთანხმების შესრულება. ყველა ძალას იხმარენ, რომ ნებისმიერი ფორმით დაუპირისპირდნენ შეთანხმებას და ნებისმიერ მცდელობას, რომ საქართველოში ნორმალური დემოკრატიული პროცესი ვიხილოთ. არაფერი მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ რამე შეიცვალა, რამაც შეიძლება, განაპირობოს ამ საკითხის განხილვა სასამართლოს მხრიდან. შესაბამისად, ასეთი ვარაუდების გამოთქმის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება მოთხოვნას გათავისუფლების თაობაზე, ამის გზა არსებობს. შესაძლებლობა ექნება თავად ნიკა მელიას”, – განაცხადა სარჯველაძემ.