თამთა მეგრელიშვილი – ნიკა მელიას: ნელ-ნელა არჩევნების შედეგებსაც აღიარებთ და პარლამენტშიც იწვალებთ ოპოზიციის სტატუსით
“ნელ-ნელა არჩევნების შედეგებსაც აღიარებთ და პარლამენტშიც იწვალებთ ოპოზიციის სტატუსით”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნიკა მელიამ ხალხისათვის შეწყალებულის თვალებით ყურებას ისევ გირაოს სანაცვლოდ გამოსვლა არჩია.
,,კანონით მოვაჭრე ნიკა მელია დათანხმდა ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას.
კანონთან თამაშმა გმირობის ქაღალდის გვირგვინიც დაახია თავზე და სახელმწიფოსა და კანონმორჩილი ხალხისათვის შეწყალებულის თვალებით ყურებას ისევ გირაოს სანაცვლოდ გამოსვლა არჩია.
ფულს სხვები იხდიან და ჩარეცხილ იმიჯს იქნებ და…
გაჯიუტებული პოლიტიკოსის პრინციპები -არ გამოვალ, არ მინდა და იმიტომ არ გამოვალ ! – დაავიწყდა.
ხოდა, ბოდიში სახელმწიფოს!
ბოდიში კანონმორჩილ მოქალაქეებს!
სწორია, სწორი ნიკა.
ნელ-ნელა არჩევნების შედეგებსაც აღიარებთ, შეხვალთ პარლამენტში და ოთხი წელი იწვალებთ ოპოზიციის სტატუსით – “ემსახუროთ” საქართველოს,” – წერს თამთა მეგრელიშვილი.