ეკატერინე ტიკარაძე: სამედიცინო ჰოლდინგისთვის უმთავრესი პრიორიტეტია სამედიცინო პერსონალისთვის შექმნას ჯანსაღი შრომითი გარემო და ღირსეული ანაზღაურების სისტემა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო ჰოლდინგისთვის უმთავრესი პრიორიტეტია სამედიცინო პერსონალისთვის შექმნას ჯანსაღი შრომითი გარემო და ღირსეული ანაზღაურების სისტემა.

მისი თქმით, სახელმწიფო კლინიკები გახდება ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ჯანსაღი კონკურენციის მყარი საფუძველი.

„სამინისტროს მიერ გასულ წელს შექმნილმა სამედიცინო ჰოლდინგმა მისი მმართველობის ქვეშ მყოფი დაწესებულებების ეფექტური მართვით, მოკლე პერიოდში დაამტკიცა თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო სახელმწიფო კლინიკების გაძლიერება და ერთიანი მართვის ქვეშ გაერთიანება. პანდემიის პერიოდმა ეს მოცემულობა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა. თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფოებმა, ასევე, რუხის მრავალპროფილურმა კლინიკამ, კოვიდის მართვაში უმაღლესი შესაძლებლობები გამოავლინეს. სახელმწიფო კლინიკები გახდება ხარისხის, ხელმისაწვდომობის და ჯანსაღი კონკურენციის მყარი საფუძველი. სამედიცინო ჰოლდინგისთვის უმთავრესი პრიორიტეტია სამედიცინო პერსონალისთვის შექმნას ჯანსაღი შრომითი გარემო და ღირსეული ანაზღაურების სისტემა.

შრომითი გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, სამედიცინო ჰოლდინგი, მასთან დაქვემდებარებული სამედიცინო პერსონალისთვის ნერგავს უწყვეტი პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის პლატფორმას, რათა ექიმებს სამედიცინო განვითარების შესაძლებლობებზე ჰქონდეთ უწყვეტი ხელმისაწვდომობა”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები