გრიგოლ ლილუაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალი ნაგიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

იმსჯელეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. გრიგოლ ლილუაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და ორ სამსახურს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. შეხვედრამდე გრიგოლ ლილუაშვილმა და ალი ნაგიევმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი და ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები