სალომე სამადაშვილი ნიკა მელიასთან ციხეში შეხვედრას დღეს გეგმავს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხეში მონახულებას დღეს გეგმავს.
სამადაშვილი ერთადერთია “ნაციონალური მოძრაობიდან”, ვინც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიზნით შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
მელიასთან საუბრის მთავარი თემა მისი საპყრობილიდან გამოსვლის გზები იქნება. ნიკა მელიას თქმით, მას არ სურს, რომ ამნისტია 20 ივნისის მოვლენებში მონაწილე იმ პირებსაც შეეხოთ, რომელთა ქმედებების შედეგადაც ადამიანები დასახიჩრდნენ. თუმცა, ნიკა მელიას განცხადებით, მსგავსი ამნისტიის თავიდან აცილების მიზნით, ის მზადაა, კომპრომისზე წავიდეს და დათანხმდეს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას.
ნიკა მელიასთან შეხვედრისას საუბარი, სავარაუდოდ, სალომე სამადაშვილის სამომავლო გეგმებსაც შეეხება.