თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის კონცერტი
29 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის კონცერტის „ლაივსტრიმი“ გაიმართება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება ეძღვნება კონსერვატორიის საორკესტრო სიმებიანი საკრავების მიმართულების 100 წლისთავს.
დირიჟორი – ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.
პროგრამა:
ფ.შუბერტი-სიმფონია N8. სი მინორი. D-759 (დაუსრულებელი)
პროექტის ტუტორები:
ასოცირებული პროფესორი – დავით ჯიშკარიანი;
მოწვეული მასწავლებელი – ლევან ჯაგაევი;
ორკესტრის მენეჯერი – ლია ნაცვლიშვილი;
საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი – თეონა ბუაძე.