ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაცია დაიწყო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმისეროვნული ადმინისტრაცია გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად რეგიონებში გასტრონომიულ ტურებს მართავს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათვე ინფორმაციით, პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონული სამზარეულოების გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და პოპულარიზება, არამატერიალური კულტურული ფასეულობებისწარმოჩენა,შიდა ტურიზმის სტიმულირება დასოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.
პირველი გასტრო ტური იმერეთში გაიმართა. ტურში 20-მდე შეფ-მზარეული, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, გასტრო მიმართულებისბლოგერი, ინფლუენსერი მონაწილეობდა.
ტურის ფარგლებში გამოცდილმა შეფ-მზარეულები მასპინძლებს კერძისმომზადებაში დაეხმარნენ და გაეცნენადგილობრივ რეცეპტებს, ხოლო შემდგომთავიანთი ხედვით გააფორმეს კერძებისტუმრებთან წარსადგენად.