„ეტიუდების ეროვნული XI ფესტივალი – 2021“ და ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი – ,,N-ETude”
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2009 წელს საფუძველი ჩაეყარა „ეტიუდების ფესტივალს“, რომელიც უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ყოველწლიურად, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2021 წელს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი ძალისხმევით და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ფესტივალმა სცენიდან ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა და დისტანციურ ფორმატში ორ ეტაპად განხორციელდა:
1. ეტიუდების ეროვნული XI ფესტივალი;
2. ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით: ,,N-ETude”.
ეროვნული საფესტივალო ეტიუდები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ:
• კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ლელა ოჩიაური;
• მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ლევან წულაძე;
• ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე;
• თავისუფალი და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობი ჯაბა კილაძე;
• მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ანუკა გრიგოლია;
• სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, თეატრმცოდნე თემო დვალი;
• დრამის ფაკულტეტის მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნების მაგისტრანტი სოფიკო გვიმრაძე;
• დრამის ფაკულტეტის ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი ვალიკო ჯანიაშვილი.
2021 წლის 27 მარტს ეტიუდების ეროვნული XI ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:
• გრან-პრი – თორნიკე კაკულია, ეტიუდი „კიბო“ / იხ. ვიდეო: ეტიუდების ეროვნული XI ფესტივალი – თორნიკე კაკულია – „კიბო“ (გრან-პრი);
• საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი – ქეთევან სამხარაძე „პირველი სისხლი“ (“First Blood”) / იხ. ვიდეო: ეტიუდების ეროვნული XI ფესტივალი – „პირველი სისხლი“;
• საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი – „ტექნოკრატია’ (მსახიობები: ნინა ელიავა, გუგა ქაცარავა) / იხ. ვიდეო: ეტიუდების ეროვნული XI ფესტივალი – “ტექნოკრატია”;
• საუკეთესო მსახიობი ვაჟი – აკო გოგელია, ეტიუდი „ექსპერიმენტი“ / იხ. ვიდეო: ეტიუდების XI ფესტივალი -“ექსპერიმენტი”;
• საუკეთესო მსახიობი გოგონა – ლალი გოგიძე, ეტიუდი „მწერები“ / იხ. ვიდეო: ეტიუდების XI ფესტივალი – „მწერები“;
• სტუდენტური ჟიურის პრიზი – „მიწისქვეშა გადასასვლელში“ (მონაწილეობენ: ნინო კვირიკაშვილი, ნინა ელიავა, თეკლა სულაქველიძე) / იხ. ვიდეო: ეტიუდების XI ფესტივალი – „მიწისქვეშა გადასასვლელში“;
• ნომინაცია ყველაზე ჰუმანური ეტიუდისთვის – სალომე ჭაფოძე, ეტიუდი „შინელი“ / იხ. ვიდეო: ეტიუდების XI ფესტივალი – “შინელი”;
ეროვნული ფესტივალის დაჯილდოების (27 მარტს), საერთაშორისო ფესტივალის გახსნისა (27 მარტს) და დახურვის ცერემონიები (24 აპრილს) Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა.
საერთაშორისო ფესტივალში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანი თეატრალური სასწავლებლების წარმომადგენლებმა, როგორიც არის HB STUDIO, ვარშავის ალექსანდრე ზელვეროვიჩის დრამატული ხელოვნების ნაციონალური აკადემია, მოსკოვის (რუსეთი) თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი, ლოძის კინემატოგრაფიისა და თეატრალური ხელოვნების უმაღლესი ნაციონალური სკოლა, ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტი და სხვა – სულ 10 უმაღლესი თეატრალური სასწავლებელი.
საერთაშორისო ფესტივალის სლოგანი იყო SOS! – SUPPORT OUR STUDENTS!
საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ მსოფლიო თეატრალური სკოლების პროფესორები და დარგის წამყვანი სპეციალისტები:
• ქეროლ როზენფელდი (ჟიურის თავმჯდომარე) – HB STUDIO, უტა ჰაგენის პროგრამების დირექტორი;
• თემურ ჩხეიძე – რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, რუსეთის სახალხო არტისტი, ოქროს ნიღბის, მრავალი საერთაშორისო პრემიისა და ორდენის მფლობელი;
• გაბრიელ გაუენი – ლონდონის საერთაშორისო დრამის სკოლა, როუზ ბრუფორდის კოლეჯის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
• ლილახ სიგალი – ისრაელის იორამ ლოვენშტეინის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდია, სამხატვრო დირექტორი და პედაგოგი;
• ბეჰრუზ ღარიბპური – ირანის თოჯინების თეატრის დამფუძნებელი, რეჟისორი;
• ატილა ვიდნიანსკი – უნგრეთის ნაციონალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი;
• ჩენ გენგი – პეკინის (ჩინეთი) ცენტრალური დრამის აკადემიის დრამის ფაკულტეტის დეკანი.
2021 წლის „ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალის“ 5 ნომინაციიდან, 3 ნომინაციაში გამარჯვებულები ჩვენი უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტები არიან:
• გრან-პრი – „ტექნოკრატია“, მსახიობები: ნინა ელიავა, გუგა ქაცარავა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი / იხ. ვიდეო: “Technocracy” – Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University;
• საუკეთესო ეტიუდი – “ELK. HAIKU”, მოსკოვის (რუსეთი) თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი / იხ. ვიდეო: “ELK. HAIKU” – The Russian Institute of Theatre Arts (GITIS);
• საუკეთესო მსახიობი კაცი – გუგა ქაცარავა, ეტიუდი „ტექნოკრატია“, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი / იხ. ვიდეო: “Technocracy” – Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University;
• საუკეთესო მსახიობი ქალი – მარტინა გაიაკ, “Dilemma”, ვარშავის ალექსანდრე ზელვეროვიჩის დრამატული ხელოვნების ნაციონალური აკადემია (პოლონეთი) / იხ. ვიდეო: “Dilemma” – Martyna Gajak – Aleksander Zelwerowicz National Academy of Dramatic Art in Warsaw;
• მაყურებლის სიმპათია – ეტიუდი „კიბო“, მსახიობი თორნიკე კაკულია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი / იხ. ვიდეო: “Cancer” – Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University.
ფესტივალის მხარდამჭერები:
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის მერია.
„რედიქსი“; TAFU TV; „მერაკი“; Asteroid B612; VINO & VINO;საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.