გიორგი ვაშაძე – რურუას შეწყალებაზე: დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტპატიმარია
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გიორგი რურუას შეწყალების აქტზე ხელმოწერას ეხმაურება.
ვაშაძე ფიქრობს, რომ საქართველოში ახალი კულტურა ყალიბდება.
“დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტპატიმარია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები, რაზეც შევთანხმდით, სრულდება. მგონი, საქართველოში ახალი კულტურა ყალიბდება. იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმებებით ვივლით”, – აღნიშნა ვაშაძემ.