შეხვედრა ნინო ხარატიშვილთან
28 აპრილს, 18 საათზე, მწერალთა სახლში, გამომცემლობა „ინტელექტის“ ორგანიზებით, მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელ მწერალთან – ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოში ახლახან დაბრუნებული ნინო ხარატიშვილის ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი ბესტსელერი – „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ ინგლისურენოვანი თარგმანი ვარვიკის პრემიის 2020 წლის გამარჯვებული გახდა, ამასთან, ბრიტანული წიგნის მაღაზიების რჩეულ 2020 წლის საუკეთესო წიგნებს შორის დასახელდა.
ნინო ხარატიშვილთან შეხვედრის მოდერატორი ლაშა ბუღაძე იქნება.