საქართველოს მინიმოდელი – ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
1966 წლის 27 აპრილს თბილისში ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა. იდეის ავტორი და განმახორციელებელია ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია. მუზეუმის გენერალური გეგმის პროექტის ავტორი კი არქიტექტორი – ლონგინოზ სუმბაძე.
ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ საქართველოს მინიატურული მოდელია და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას. მუზეუმში თავმოყრილია საბუნებისმეტყველო, მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. აქ თქვენ ნახავთ 70-მდე საცხოვრებელ სახლსა და სამეურნეო ნაგებობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი.
სამშაბათი-კვირა, 10:00-17:30; მ. ბერძენიშვილის ქ. 25 (კუს ტბის გზა).