პარლამენტში კახი კავსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
პარლამენტში მსახიობ კახი კავსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
“მეგობრებო, ახლა შეგვატყობინეს, რომ სიყვარულით გამაერთიანებელი ჩვენი საზოგადოების, ბატონი კახი კავსაძე გარდაიცვალა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ”, – მიმართა გია ვოლსკიმ დეპუტატებს.
მსახიობი კახი კავსაძე დღეს გარდაიცვალა. კახი კავსაძეს ნოემბერში კორონავირუსი დაუდგინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ის კლინიკიდან გაწერეს.
მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობდა.