“მისი დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს” – ირაკლი ღარიბაშვილი კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, ყველა თაობის ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი, კახი კავსაძე. მისი დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში, სწორედ ამიტომაც, ის ქართველმა ხალხმა ყველაზე დიდი ჯილდოთი – უდიდესი სიყვარულით დააჯილდოვა.

ვუსამძიმრებ ამ დიდი ადამიანისა და მსახიობის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, მთელს ქართულ საზოგადოებას”, – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

მსახიობი კახი კავსაძე დღეს გარდაიცვალა.

კახი კავსაძეს ნოემბერში კორონავირუსი დაუდგინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ის კლინიკიდან გაწერეს.

მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები