შოიგუ: ევროპაში სამხედრო საფრთხეა გაზრდილი

“რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ნატო-ს ძალების ევროპაში გადასროლასა და Defender Europe- ის სწავლების ფარგლებში მისი განლაგების პროცესს”, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დუშანბეში ოდკბ-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომაზე.

”ჩვენ ვაგრძელებთ ყურადღებით სიტუაციის დაკვირვებას, ნატო-ს ძალების გადასროლისა და განლაგების პროგრესს ევროპაში, “ევროპის დამცველი” სწავლების ფარგლებში. ჩვენ ვაკვირდებით აშშ-ის ეროვნული გვარდიის 29-ე დივიზიის 53-ე ქვეითი ბრიგადის გადასროლას, რომელიც გუშინწინ ალბანეთში, დურეს პორტში ჩავიდა. მათთან ერთად კი, 750 ერთეული სამხედრო ტექნიკა”, – თქვა შოიგუმ.

მისივე თქმით, ევროპაში შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მოქმედებები ხელს უწყობს სამხედრო საფრთხის ზრდას, ხოლო ნაციონალისტური განწყობები უკრაინაში, დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირებას ახდენს.

“სამხედრო საფრთხის ზრდას ხელს უწყობს შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მოქმედებები ევროპულ რეგიონში, ჯარების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდისა და ყოფნის გაძლიერებით. მიმდინარეობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ინტენსივობა იზრდება, მიმდინარეობს ამერიკული კონცეფციის რეალიზება “ოცდაათი ოთხჯერ”. უკრაინაში ნაციონალისტური განწყობები მზარდია, რაც დონბასში სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებას ახდენს, მათ შორის, რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში”, – თქვა სერგეი შოიგუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები