ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ზედმიწევნით შეასრულოს შარლ მიშელის მედიაციით დადებული შეთანხმების პუნქტები

“მოვუწოდებთ ოპოზიციას, დაპირისპირების ნაცვლად ეროვნულ თანხმობასა და თანამშრომლობას ხელი შეუწყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დაიწყოს რეფორმებზე მუშაობა, რომელთა საბოლოო მიზანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაა.

„ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ზედმიწევნით შეასრულოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით დადებული შეთანხმების პუნქტები. ჩვენ მზად ვართ, ღია, ინკლუზიურ და გამჭვირვალე საპარლამენტო პროცედურებზე დავიწყოთ მუშაობა სისტემურ რეფორმებზე, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ევროკავშირსა და ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია და მსგავსი შიდა, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისების განმეორების თავიდან აცილებაა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, დაპირისპირების ნაცვლად ეროვნულ თანხმობასა და თანამშრომლობას ხელი შეუწყოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები