სალომე სამადაშვილი: დღეს ან ხვალ ვაპირებ, მივიდე მელიასთან საპატიმროში, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ აღდგომის დღესასწაულს ნიკაც შეხვდეს საკუთარ სახლში

“მსურს, გამოვთქვა სურვილი – მინდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტაცია სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში”, – ამის შესახებ  სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის პარტიის ლიდერის ნიკა მელიას საპატიმროში მონახულებას გეგმავს.

“დღეს ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირის შეთანხმების განხორციელებას. ამიტომ, ჩვენს დღეს დავრეგისტრირდებით პარლამენტში, რის შედეგადაც გათავისუფლდება გიორგი რურუა. დღეს ან ხვალ ვაპირებ, მივიდე ნიკასთან საპატიმროში და ვესაუბრო მას შემდგომ ნაბიჯებზე იმიტომ, რომ ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ აღდგომის დღესასწაულს ნიკა მელიაც შეხვდეს საკუთარ სახლში. იმედი მაქვს, მალე გათავისუფლდება. მსურს, გამოვთქვა სურვილი – მინდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტაცია სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები