ამირან გამყრელიძე: იმედი მაქვს, შემდეგი აღდგომა იქნება უფრო თავისუფალი, წლევანდელი კი ისე მოკრძალებულად ჩავატაროთ, როგორც – გასული წლის

“იმედი მაქვს, შემდეგი აღდგომა იქნება კიდევ უფრო თავისუფალი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე,  აღდგომის წლევანდელი დღესასწაული მოკრძალებული უნდა იყოს.

„იმედი მაქვს, შემდეგი აღდგომა იქნება კიდევ უფრო თავისუფალი, წლევანდელი კი ისივე მოკრძალებულად უნდა ჩავატაროთ, როგორც – გასული წლის აღდგომა. ადამიანების ფართომასშტაბიანი შეკრება გახლავთ ერთ-ერთი რისკფაქტორი ინფექციის გავრცელების, აღდგომა არის საოჯახო დღესასწაული, ამიტომ, ვეცადოთ, ოჯახში აღვნიშნოთ შედარებით მოკრძალებულად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები