დიტო ცინცაძის ფილმი პრემია „ნიკეს“ მფლობელია

დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” პრემია „ნიკას“ მფლობელია ნომინაციაში დსთ-ს, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია 25 აპრილს გაიმართა .
ფილმ „ჩაისუნთქე-ამოისუნთქეს“ მსოფლიო პრემიერა 2019 წელს გაიმართა შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მან დაიმსახურა ჟიურის მთავარი ჯილდო და პრიზი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის (სალომე დემურია).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები