მექსიკაში, იდალგოს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი
საქართველო იდალგოს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის (FINI) საპატიო სტუმარი ქვეყანა იყო.
ფესტივალი მექსიკაში წელს უკვე მეათედ გაიმართა და, პანდემიის გამო, ონლაინფორმატში მიმდინარეობდა.
მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფესტივალის ფარგლებში, ვირტუალურად უკვე მოეწყო 2 გამოფენა:„ათასფერი საქართველო” და „წარსული, აწმყო და მომავალი” (ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია).
ფესტივალმა წარმატებულ ქართველ კინემატოგრაფისტებს – ნინო კირთაძესა და დეა კულუმბეგაშვილს უმასპინძლა. ნინო კირთაძემ წაიკითხა ონლაინლექცია თემაზე: „ზღვარი დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს შორის”, ხოლო დეა კულუმბეგაშვილმა ისაუბრა თემაზე: „ქართული კინო”.