ერთი წლის განმავლობაში თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია

თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა. თბილისის მერიისა და იუნესკო-ს ერთობლივი პროექტი „აბრეშუმის ქარხანაში“ ოფიციალურად გაიხსნა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წიგნის დედაქალაქის სტატუსი კუალა ლუმპურის მერიის დელეგაციისგან გადმოიბარა.
მწერალთა სახლი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და მთელი წლის განმავლობაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასთან რამდენიმე ინიციატივით ითანამშრომლებს:
• რეპრესირებული მწერლების მუზეუმი;
• თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი;
• ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი;
• მწერალთა რეზიდენციები.
თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მწერალთა სახლის ორგანიზებით, 6-9 ივლისს გაიმართება რიგით მე-11 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი, რომლის ფარგლებშიც თბილისს ეწვევა მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის 10-მდე ფრანგულენოვანი გამომცემელი.
ამ ერთი წლის განმავლობაში მწერალთა სახლი და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი”, სპეციალურად პროექტის ფარგლებში, უმასპინძლებენ სხვადასხვა ტიპის სარეზიდენციო პროგრამებს:
• გაცვლით პროგრამებს უცხოურ მწერალთა რეზიდენციებსა და ფესტივალებთან;
• სარეზიდენციო პროგრამას ახალგაზრდა მწერლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები