ქუთაისში “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს
“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს. აქტივისტებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამართალდამცველებმა მათ ნამახვანის მიმართულებით გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
ე.წ. რიონის მცველები მოითხოვენ, გაიხსნას გზა და აქტივისტებს და მოსახლეობას მიეცეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება.
რიონის მცველებმა უკვე დაანონსნეს, რომ პროტესტი დედაქალაქში გადმოინაცვლებს. პირველი აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართება.