თეა წულუკიანმა ავსტრიის ელჩთან სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა

თეა წულუკიანმა ავსტრიის ელჩთან სამომავლოთანამშრომლობის გაფართოებისშესაძლებლობები განიხილა საქართველოსკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობისმინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრისპირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ,ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს და მასთან კულტურისსპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 

მათი ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა კულტურული პროექტის განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მათ შორის, საუბარი შეეხო  ავსტრიელი ნოველისტისა და მშვიდობის დარგში ნობელიანტის, ბერტა ფონ ზუტნერის ხსოვნისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიებების მოწყობას თბილისსა და რეგიონებში.

“მინისტრმა ელჩსბერტა ფონზუტნერის კულტურული მარშრუტისშემუშავებაზე ფიქრი შესთავაზა და დასძინა, რომ წარმატებისშემთხვევაში, სამინისტრო იმსჯელებდა ამმარშრუტის სერტიფიცირების საკითხზე. ამგვარითანამშრომლობა ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ,მწერლის შემოქმედებისა და ღვაწლის ფართოსაზოგადოებამდე მიტანას, ხოლო მეორეს მხრივ,ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს ავსტრიისსამშვიდობო საზოგადოების დამფუძნებლის, ბერტაფონ ზუტნერის საქართველოში ცხოვრებისა დამოღვაწეობის შესახებ გააცნობს ინფორმაციას.

თეა წულუკიანმა ელჩს სამინისტროს ძირითადპრიორიტეტულ მიმართულებებზე მიაწოდაინფორმაცია, მათ შორის ისაუბრა თეატრების დაფინანსების ახალი სისტემის შემუშავების აუცილებლობაზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობისა და მუზეუმში დაცული საგანძურის გადარჩენის მიზნით შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე, გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008 წელს დაწყებული პრობლემების გამოსწორების მიზნით უცხოელ ექსპერტებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე, სპორტული ფედერაციების მხრიდან მეტ გამჭვირვალობასა და ახალგაზრდობის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელოვნების მუზეუმში არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში ავსტრიელი კოლეგების მიერ ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება მენეჯმენტისა და სამუზეუმო სივრცეების მოწყობის კუთხით.

თავის მხრივ, ელჩმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამინისტროს მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, ერთობლივი პროექტების განხორციელება უფრო მეტად გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, საქართველოს კულტურას პოპულარიზაციას გაუწევს ავსტრიაშიხოლო ავსტრიულ კულტურას წარმოაჩენს საქართველოში. თომას მიულმანმა მინისტრი ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით ივნისში, თბილისში დაგეგმილ გამოფენაზე მიიწვია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები