ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს, მაისიდან, ანაზღაურება გაეზრდებათ

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშა-მოსამსახურეების ანაზღაურება მაისიდან 250 ლარით გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან მანგანეზი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიაში ანაზღაურების შესაძლო მატებაზე მუშაობა ახალი წლიდან მიმდინარეობდა.

“ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციისა და პროფკავშირების ინტენსიური მუშაობა, დასაქმებულებისთვის ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით, შედეგიანად დასრულდა.

როგორც დღეს უკვე აღინიშნა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიაში ანაზღაურების შესაძლო მატებაზე მუშაობა ჯერ კიდევ ახალი წლიდან მიმდინარეობდა.

ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავებული წინადადება საამქროს ხელმძღვანელების მიერ საამქროს ყველა დასაქმებულებს დღეს ეცნობათ. მატების შეთავაზებამ ერთმნიშვნელოვანი მოწონება დაიმსახურა.

შესაბამისად, შემდგარი შეთანხმების მიხედვით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშა-მოსამსახურეების ანაზღაურება მაისიდან 250 (დარიცხული) ლარით გაიზრდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები