ვახტანგ მეგრელიშვილი: არც ბერკეტი და არც სურვილი არ გაგვაჩნია, რომ თამარ ჟვანიას გათავისუფლებისთვის მისხალი ენერგია დავხარჯოთ
“არც ბერკეტი და არც სურვილი არ გაგვაჩნია, რომ თამარ ჟვანიას გათავისუფლებისთვის მისხალი ენერგია დავხარჯოთ”, – ამის შესახებ „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეა, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომა-არგადადგომაა.
„არც ბერკეტი და არც სურვილი არ გაგვაჩნია, რომ თამარ ჟვანიას გათავისუფლებისთვის მისხალი ენერგია დავხარჯოთ. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ასეთი კრიზისის პროვოცირებაში ვინც არის დამნაშავე, ის თვითონაც იგრძნობდა პასუხისმგებლობას. ჩვენი შეთანხმება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეა, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომა-არგადადგომაა. წესრიგი, რომელიც იქნება შემდეგი არჩევნების შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – ადამიანი. თუმცა, თუ ადამიანიც გადადგება, ბევრად მეტი სანდოობა ექნება იმ რეფორმებს, რომელიც ამ შეთანხმების საფუძველზე უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.