საერთაშორისო ფორუმს – CEE Animation Forum ანი გეჯაძე დაესწრება
26 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით საერთაშორისო ფორუმი – CEE Animation Forum ონლაინ გაიმართება და მას ქართველი პროდიუსერი, ანი გეჯაძე დაესწრება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან CEE Animation Forum-ის პარტნიორი გახდა საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა”. თავის მხრივ, ასოციაცია ფორუმზე წარდგება დელეგაციით, სადაც ქართველი ანიმაციის რეჟისორები, პროდიუსერები და სტუდენტები შედიან.
CEE Animation Forum საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ეხმარება კინოპროფესიონალებს ანიმაციური პროექტების განვითარებაში და აძლევს შესაძლებლობას, გაიზიარონ უცხოელი კოლეგების გამოცდილება.
ფორუმი აერთიანებს არაერთ საინტერესო აქტივობას, მათ შორის: პანელდისკუსიებს, პირისპირ შეხვედრებს, ვორკშოპებს, ინდუსტრიულ დღეებს…