„ფოლკამბები“ – ბაია ასიეშვილი
23 აპრილს, 14:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის ბიბლიოთეკიდან მორიგი გადაცემა დაიწყება.
მეათე გადაცემის სტუმარია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მთავარი რედაქტორი ბაია ასიეშვილი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გადაცემის მიზანია, გააშუქოს ფოლკლორში მიმდინარე ამბები და მოწვეულმა სტუმარმა წამყვანთან ერთად განიხილოს მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები.
გადაცემას უძღვება გივი აბესაძე.