სალომე სამადაშვილი: ვუერთდები “ლელოს” ინიციატივას, მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ
“ვუერთდები “ლელოს” ინიციატივას, მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს ნიკა მელიას თავდებობაზე”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი – სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სამადაშვილის თქმით, ის მზადაა, პარტიის თავმჯდომარეს თავდებში პირადადაც დაუდგეს.
“იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები ,,ლელოს,, ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე მზად ვარ მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასათავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოსა და ამნისტიას”, – წერს სამადაშვილი.