სამადაშვილი – ბარამიძეს: არ ვაპირებ, უფლება მივცე შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიონ
ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს პასუხობს.
„მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე, ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ, უფლება მივცე შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიონ”, – წერს სალომე სამადაშვილი.
,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გია ბარამიძემ ,,ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სამადაშვილთან დებატებზე მზადყოფნას გამოთქვამს.
ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.