საქართველოს ხელოვნების სასახლე 2020 წლის ევროპის საუკეთესო მუზეუმების კონკურსის ნომინანტთა შორის დასახელდა (ვიდეო)
საქართველოს ხელოვნების სასახლე 2020 წლის ევროპის საუკეთესო მუზეუმების კონკურსში მონაწილეობს.
იგი უკვე დასახელებულია ნომინანტთა შორის. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ხელოვნების სასახლის ისტორიის ამსახველი ვიდეორგოლი განთავსებულია კონკურსის ოფიციალურ გვერდზე.