ეკატერინე ტიკარაძე: საეკლესიო დღესასწაულების წინ პატრიარქთან შეხვედრაა დაგეგმილი

“საეკლესიო დღესასწაულებს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც შარშან იდგა ეკლესია ხალხისა და მთავრობის გვერდით, წელსაც იგივე მოხდება”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საეკლესიო დღესასწაულების წინ, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან.

“საეკლესიო დღესასწაულებს რაც შეეხება, მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც შარშან იდგა ეკლესია ხალხისა და მთავრობის გვერდით, წელსაც დიდი იმედი გვაქვს მათი მხარდაჭერის. საეკლესიო დღესასწაულების წინ, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი ორის” ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები