ელენე ხოშტარია: მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ და შევეწინააღმდეგოთ არსებულ პრეცედენტს, რომ პარლამენტის წევრობის არსებობა-არარსებობას განსაზღვრავს კონკრეტული პარტიული ინტერესი

“მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ და შევეწინააღმდეგოთ არსებულ პრეცედენტს, რომ პარლამენტის წევრობის არსებობა-არარსებობას განსაზღვრავს კონკრეტული პარტიული ინტერესი”, – ამის შესახებ მოძრაობა ,,დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, შეურაცხმყოფელია, რომ ვიღაც გისაზღვრავს ამ გადაწყვეტილებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ილუზიები არსებულ მართლმსაჯულებაზე არ მაქვს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ და შევეწინააღმდეგოთ არსებულ პრეცედენტს, რომ პარლამენტის წევრობის არსებობა-არარსებობას განსაზღვრავს კონკრეტული პარტიული ინტერესი, როცა უნდა შეუწყვეტს, როცა უნდა არ შეუწყვეტს. თავისთავად შეურაცხმყოფელია, რომ ვიღაც გისაზღვრავს ამ გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანია, რომ არ დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა, ჩვენ ამას არ შევეგუებით და პროცესიც იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყება.

დავის საგანია „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის“, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები